ბირთვი-პერიფერია

ბირთვი-პერიფერია
ევროპის გაერთიანება ტრადიციულად ჩაფიქრებული იყო მოდელის - „ბირთვი-პერიფერია“ - მიხედვით. ეს მოდელი მიზნად ისახავდა გადაეწყვიტა ის მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს ევროპული ინტეგრაციის რეალურ პროცესსა (იგი მოიცავს ევროპულ ნაციათა მხოლოდ უმცირეს ნაწილს) და იმ იდეალს შორის, მთელს კონტნენტს რომ გააერთიანებდა. მოდელის „ბირთვი-პერიფერია“ მიხედვით საერთოევროპული კონსტრუქცია მოიაზრება როგორც იმ პროცესის შედეგი, რომელიც იწყება ბირთვიდან და თანდთანობით მოიცავს ევროპის კონტინენტის ფართო პერიფერიებს. ბირთვს შეადგენენ ევროპის გაერთიანების პროცესის არსებული მონაწილეები, ხოლო პერიფერიას - მისი მომავალი მონაწილეები. ევროპის პერიფერია თანდათანობით უნდა იქცეს მისი ბირთვის ნაწილად და მონაწილეობა მიიღოს საერთო სტრატეგიის შემუშავების პროცესში. მოდელი „ბირთვი-პერიფერია“ არის ევროპული ერთობის დისკურსის ნაწილი, რამდენადაც გულისხმობს, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ადრე თუ გვიან შეუერთდება იმ ქვეყნის თანამეგობრობას, რომლებიც დაიცავენ ევროპულ ფასეულობებს და საერთო უსაფრთხოების ინტერესებს. ევროპული ერთობის იდეა საფუძველს უყრის ინსტიტუციონალური გაერთიანების პროცესს ევროპაში და წინ აღუდგება ნაციონალური სუვერენიტეტის წმიდათა წმიდა იდეას.
Source: საზოგადოება და პოლიტიკა: [ალმანახი] / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD [კრ.] 2 / [რედ.: ზეინაბ სარაძე] - , 1999

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»